воскресенье, 1 декабря 2013 г.

ინტელის პროექტის მე-3 დღე


           დღეს, 1 დეკემბერს, გავეცანით მეორე მოდულს. განვიხილეთ თუ რამდენად სწორად იყო შერჩეული სტანდარტები და ინდიკატორები. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ ვერსიას.
           აგრეთვე განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები ( ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ) და შევავსეთ შაბლონი  შესაბამისი კითხვებით.
დღითი დღე ტრენინგი უფრო საიტერესო ხდება.

ინტელის პროექტის მე-2 დღე



          დღეს, 30ნოემბერს, თითოეულმა მსმენელმა წარმოადგინა თავისი საპროექტო თემა, გაიმართა სასიამოვნო დისკუსია. შევქმენით საკუთარი პროექტის მონახაზი.ვიმუშავეთ და შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი. ჩავსვი მასში უცხო ენის სტანდარტის ინდიკატორი ესგ-ს მიხედვით და 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევები.
           გავეცანით სარეკლამო ბუკლეტის დამზადების სხვადასხვა ხერხს.
მოგვცეს საშინაო დავალება:  ბულტეტის დამზადება ჩვენი პროექტისთვის.