суббота, 21 декабря 2013 г.

ინტელის პროექტის მე-9 დღე

აი დადგა ნანატრი დღეც, დღე პრეზენტაციის. თავდაპირველად შევამოწმეთ ყველა საქაღალდე ვნახეთ გვქონდა თუ არა ყველაფერი სრულყოფილად. შემდეგ მოვისმინეთ თითოეული გამომსვლელის საინტერესო პრეზენტაციები,რომლებიც ძალიან მომეწონდა და ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე. ყველას ვუსურვებ წარმატებებს! დიდი მადლობა ქალბატონ მანანას.

четверг, 19 декабря 2013 г.

ინტელის პროექტის მე-8 დღე

დასასრულს უახლოვდება ჩვენი ტრენინგი, აი ერთი დღე და წარმოვადგენთ პრეზენტაციას. თავდაპირველად გადავამოწმეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევამოწმეთ რა გვქონდა გაკეთებული.შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში პროექტში ჩართული მოსწავლეებისთვის. ავტვირთეთ პორტფოლიო Drive-ze და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ( იხ. მარჯვნივ)

суббота, 14 декабря 2013 г.

ინტელის პროექტის მე- 7 დღე

       მოვისმინეთ რამოდენიმე ადამიანის პროექტის გეგმები , მივეცით ერთმანეთს რჩევები. ავღნიშნეთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.
      შევარჩიეთ აქტივობები  მოსწავლეების საჩიროებიდან გამომდინარე და შევქმენით რესურსი ( ლექსიკონი ) ვისწავლეთ goole drive-  ში კითხვარების შექმნა და ავთვირთეთ ბლოგზე.  გავუზიარეთ ერთმანეთს პრეზენტაციები და დავუდეთ კომენტარები.

пятница, 13 декабря 2013 г.

ინტელის პროექტის მე-6 დღე


            თავდაპირველად გავიხსენეთ დღემდე გაკეთებული პროცედურები.შემდეგ ერთმანეთს გავუზიარეთ პრეზენტაციები და  დავუდეთ  ერთმანეთის კომენტარები. შემდეგ გადავხედე პორტფოლიოს რუბრიკას და გადავამოწმე ჩემს მიერ შერჩეული პრეზენტაციის კრიტერიუმები. აგრეთვე  გავეცანით ბროშურებისა და პრეზენტაციების რუბრიკებს და შევქმენით ისინი.  მოკლედ ძალიან დავიღალე  .  პარასკევი დღეა სკოლის მერე .......... 

воскресенье, 8 декабря 2013 г.

ინტელის პროექტის მე-5 დღე



              დღეს ტრენინგმა ყველაზე საინტერესოდ და სახაალისოდ ჩაიარა.
თავდაპირველად განვიხილეთ რა არის  საავტორო უფლებები? რა არ არის დაცული საავტორო უფლებების შესახებ კანონით? რა არის ლეგიტიმური გამოყენება? შევქმენით ციტირებული დოკუმენტი, მოსწავლის ნიმუში,რომელიც ჯერ ავტვირთეთ Drive-ზე,შემდეგ კი  ბლოგზე .

მოსწავლის ნიმუში

https://drive.google.com/file/d/0B1DQiF6hkT6ZOU1nNDBRV09yVXM/edit?usp=sharing

суббота, 7 декабря 2013 г.

ინტელის პროექტის მე-4 დღე



             ;ტრენინგი სულ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი ხდება.  დღეს გავიხსენეთ  განვლილი ტრენინგის მასალები. წავიკითხეთ  ზოგადი, თემატური და  შინაარსობრივი კითხვები და მივიღეთ სასარგებლო რჩევები.
             შემდეგ გადავედით მოდული 2 -ის მე-3 აქტივობაზე. განვიხილეთ შეფასების 5 მიზანი. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და შევქმენით  ის ჩვენი პროექტისთვის. ტრერინგის ბოლოს გავაკეთეთ პრეზენტაცია  Power Point-ით, რაც ძალიან სახალისო და სასიამოვნო პროცესი იყო.